"საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით" | პაპუაშვილი რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა.

ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს. 

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.

საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.

 საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით, - წერს პაპუაშვილი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი