
"ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, სწორედ ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანს" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, სოფელ კირბალთან რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას.
"ასეთ ვითარებაში ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, სწორედ ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანს, როდესაც ადამიანები ვერ გრძნობენ თავს დაცულად და შესაძლებელია ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, მსხვერპლით დასრულდეს. ამიტომ, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია, ამ წუთისთვის რაც შეიძლება გაკეთდეს - დამნაშავის უმკაცრესად დასჯა. მაგრამ როცა გვაქვს წინა წლების პრაქტიკა, როცა მაგალითად ოთხოზორიას მკვლელები, ტატუნაშვილის და სხვების, არ დასჯილან დღემდე, ოკუპანტი თავს უფლებას აძლევს ასე მოიქცეს და ასეთი დანაშაული ჩაიდინოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
იხილეთ ასევე: