
"მომხდარი ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სოფელ კირბალთან რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევებსა და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოხატავს დაღუპულის ოჯახის მიმართ და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, ჩართულია კოორდინირებულ აქტიურ მუშაობაში, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შესაბამისი რეაგირების, ასევე უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადაში უპირობოდ გათავისუფლების მიზნით" - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: