
"ერთადერთი უკუკავშირი [საოკუპაციო რეჟიმისგან] არის ის, რომ ისინი აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან", - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ერთადერთი უკუკავშირი, რაც იქიდან [საოკუპაციო რეჟიმისგან] იყო, არის ის, რომ ისინი აწარმოებენ ე.წ გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან... ეს იყო ერთადერთი ინფორმაცია, რაც ჩვენ მოვიპოვეთ", - თქვა ანთაძემ
მისივე თქმით, "ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე". ანთაძე ამბობს იმასაც, რომ ერგნეთში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. როგორც ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
იხილეთ ასევე: