
"მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წერს და რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
"მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ. მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - წერს დარჩიაშვილი.
იხილეთ ასევე: