ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო ამბობს, რომ რეგიონში დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ოთხშაბათს დე ფაქტო უწყების ე.წ. ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა რუსულ სამთავრობო მედია "რიას" განუცხადა, რომ რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალები გულრიფშის რეგიონის მთებში შეიარაღებულ ადამიანებს ეძებენ.

"აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა", - აცხადებენ ე.წ. შს სამინისტროში.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი