საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოჯახში და ქალზე ძალადობის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

შსს-ს ცნობით, საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 9 თვეში 5 920 ადამიანი გახდა - მათგან 4 977  ქალია, ხოლო 943 კაცი. რაც შეეხება გამოვლენილ მოძალადეებს, 4 785 გამოვლენილი მოძალადე მამრობითი სქესისაა, ხოლო 867 მდედრობითი სქესის. 

სტატისტიკის მიხედვით, საკვლევ პერიოდში, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1 764 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური ძალადობის 6 059, ეკონომიკური ძალადობის 76 შემთხვევა, სექსუალური ძალადობის 26, იძულების - 64, ხოლო უგულებელყოფის 44 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ქალზე ძალადობას, როგორც შსს-ს სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წლის 9 თვეში, ძალადობის მსხვერპლი 525 ქალი გახდა. საკვლევ პერიოდში ფიზიკური ძალადობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის - 940, ეკონომიკურის 1, სექსუალურის 15 და იძულების - 15 შემთხვევა აღირიცხა.

გამოვლენილ შემთხვევებში, 505 მოძალადე კაცია, 29 კი ქალი. საკვლევ პერიოდში შსს-მ 573 შემაკავებელი ორდერი გამოსცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი