IDF აცხადებს, რომ "ჰამასის" კიდევ ერთი მეთაური მოკლეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ "ჰამასის" კიდევ ერთი, რეგიონული მეთაური, იბრაჰიმ აბუ მაზიბი, მოკლეს. მათი თქმით, ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან განხორციელებულ ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.

"მან განახორციელა მრავალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვება, რომლებიც მიმართული იყო ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და IDF-ის სამხედროების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი