დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბჟანია მოსკოვში 7 ნოემბერს გაემგზავრა, სადაც იგი შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს.
ცნობისთვის, ბჟანია გასული თვეების განმავლობაში მოსკოვში არაერთხელ იმყოფებოდა. 9 ივნისს კი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა.