უკრაინაში ზალუჟნის მოადგილის, გენადი ჩასტიაკოვის, მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს მის კოლეგას, ოლეგ ტიმჩენკოს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ტიმჩენკოს ასაფეთქებელი მოწყობილობის ნებართვის გარეშე შეძენის, შენახვისა და ტარების მუხლით წარუდგინეს ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"დადგენილია, რომ ოფიცერმა შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიძინა 8 ცალი უნივერსალური ხელყუმბარა და სამუშაო კაბინეტში მიიტანა. შემდეგ ხელყუმბარები სასაჩუქრე ხის ყუთში ჩადო. ყუთში ჩადო ალკოჰოლური სასმელიც და სამხედრო მოსამსახურე გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე აჩუქა. კიდევ 2 ხელყუმბარას ინახავდა სამუშაო კაბინეტის კარადაში, საიდანაც ის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ამოიღეს," - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი, საკუთარ სახლში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა. დაიჭრა მისი 13 წლის ვაჟიც.

როგორც ზალუჟნი ამბობდა, დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი