"დაბადების დღის საჩუქარში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო" | ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა. როგორც Telegram-ზე ვალერი ზალუჟნი წერს, სიკვდილის მიზეზი ხელყუმბარის აფეთქება გახდა.

მისი ინფორმაციით, დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

"დღეს ტრაგიკულ გარემოებებში, საკუთარ დაბადების დღეზე, ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა ჩემი მოადგილე და ახლო მეგობარი მაიორი გენადი ჩასტიაკოვი. ერთ-ერთ საჩუქარში ამოქმედდა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა. გენადის დარჩა ცოლი და 4 შვილი. ვუსამძიმრებ ოჯახს. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდან გენადი იყო ჩემი საყრდენი, მან თავისი ცხოვრება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის აგრესიასთან ბრძოლას მიუძღვნა. მიზეზები და გარემოებები სასამართლო გამოძიების მსვლელობისას დადგინდება", – წერს ზალუჟნი.

აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟი. ბავშვი ამჟამად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი