კომიტეტმა მხარი დაუჭირა პაპუაშვილის ინიციატივას დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდაზე

გამოქვეყნდა:

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ.

პროექტი კომიტეტს, პირველი მოსმენით, მისმა ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააცნო. ის კვლავ ამტკიცებდა, რომ ხელფასები კი არ იზრდება, "ამ სიტყვის კლასიკური გაგებით", არამედ შესაბამისობაში მოდის იმ ანაზღაურებასთან, რაც საჯარო სექტორშია.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნება. დოკუმენტში 2025 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე, საპარლამენტო თანამდებობის პირების ხელფასების ზრდაცაა გათვალისწინებული. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი