რადიკალურად დაპირისპირებული ორი რიტორიკა საქართველოს უმაღლესი პირებისგან. პარიზში, მშვიდობის ფორუმზე, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ მშვიდობის და მტერთან ურთიერთობის საკუთარ ფორმულას სთავაზობენ ევროპელ პარტნიორებს. პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე, ქართველების მკვლელობებზე, აფხაზეთში აეროპორტების, პორტების მშენებლობაზე საუბრობს და საჯაროდ აკრიტიკებს კრემლის აგრესიას. ირაკლი ღარიბაშვილი კი არგაღიზიანების პოლიტიკის საუკეთესო ტრადიციებს იცავს - საქართველოს მთავრობის მეთაური მშვიდობის ფორუმზე არც კი ახსენებს თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს და ტრაბახობს მშვიდობით, რომელიც მისი შეფასებით რუსეთთან გვაქვს.
სწორედ ამ მკაფიო განსხვავების ფონზე ფრანგული მედია ქართული ოცნების მთავრობას რუსულს უწოდებს - სალომე ზურაბიშვილთან კი კოალიციური მთავრობის შესაძლებლობაზე მსჯელობს.
იხილეთ: