ისრაელი-ღაზის ომის შედეგად, სულ მცირე, 40 ჟურნალისტი დაიღუპა | CPJ

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 40 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 35 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 8, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 3, ხოლო დაკავებულად 13 ჟურნალისტი.

"ჟურნალისტები განსაკუთრებით მაღალი საფრთხის წინაშე ღაზაში დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების, კომუნიკაციის შეფერხებისა და ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე ცდილობენ," - წერს CPJ.

კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

"CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მხარეების სამიზნე არ უნდა გახდნენ," - განაცხადა შერიფ მანსურმაCPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი