"სამსახურში, სადაც კონკურსის გზით მოვედი, თავად გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი, თუმცა, მე პირველი მსხვერპლი არ გახლავართ" | გოგა რაზმაძე

გამოქვეყნდა:

"სამსახურში სადაც კონკურსის გზით მოვედი, თავად გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი...სახალხო დამცველს მივმართე, რომელმაც ჩემი უფლებები ვერ დაიცვა," -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ, განაცხადა, რომელიც სამსახურიდან სისტემის მხილების გამო გაათავისუფლეს.

როგორც რაზმაძე ამბობს, ის თითოეულ დისკრიმინაციულ შემთხვევას აპროტესტებდა და პრობლემები სწორედ ამის გამო შეექმნა.

"ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გაერთიანდა ერთი გოგა რაზმაძის წინააღმდეგ. სისტემაში 2018 წელს არსებითი ხასიათის ცვლილება განხორციელდა და შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, დისკრიმინაციული შემთხვევების მონიტორინგი წარმოადგენდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2023 წელს, სამსახურში, სადაც კონკურსის გზით მოვედი, თავად გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუმცა, სამწუხაროდ მე სისტემის პირველი მსხვერპლი არ გახლავართ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაიწყო ჩემი პრობლემები, რადგან მე თითოეულ ამ შემთხვევას ვაპროტესტებდი კონკრეტულ თანამშრომლებთან ერთად. სახალხო დამცველს მივმართე 26 ივნისს, რომელმაც სამწუხაროდ ჩემი უფლებები ვერ დაიცვა," - ამბობს გოგა რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელმაც სისტემა საჯაროდ ამხილა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

სახალხო დამცველმა კი გოგა რაზმაძის საქმეზე, რომლითაც შსს-ს მაღალჩინოსნებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა, წარმოება შეწყვიტა

რაზმაძემ Facebook-ზე ვრცლად დაწერა სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელდა. გოგა რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში რამდენიმე გვარსაც ახსენებდა, მათ შორის, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მთავარი ფუნქცია დაუკარგა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი