ბრძოლა "სრული ძალებით" გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, სანამ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

"ჰამასის წინააღმდეგ ომი წინ მიიწევს სრული ძალით და მას აქვს ერთადერთი მიზანი - გამარჯვება, გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს" -  ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, სანამ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ.

" არ იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველა გატაცებულის დაბრუნებამდე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამ დროის მონაცემებით, ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" ღაზაში 239 მძევალი ჰყავს აყვანილი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, არაერთი მსოფლიო ლიდერი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი