შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ - ბიძინა ივანიშვილი ავტოკატასტროფაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ივანიშვილის განცხადება Facebook-ზე პარტიამ გაავრცელა.

შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

შატილში მომხდარ ტრაგედიას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ, განცხადება გაავრცელეს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირბემა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი