ღაზის სექტორში, სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 46-მდე გაიზარდა | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამით სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ამას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.

"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 11 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. უწყების მტკიცებით, მათგან 4 500-ზე მეტი ბავშვი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი