
პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ თანამდებობა დატოვა. გადადგომა არის პირველი ნაბიჯი ახალი მთავრობის შესაქმნელად. მორავეცკის ახლა ორი კვირა აქვს, რომ ახალი მთავრობა შექმნას. თუ ეს ვერ შეძლო, ამის შანსი დონალდ ტუსკს მიეცემა.
შეგახსენებთ, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს ჩატარდა. პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ უმრავლესობა დაკარგა.