ქეშალოში, 29 წლის კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თელავის რაიონულმა სასამართლომ ქეშალოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულ ბაზილარ მახმუდოვს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალმდებელმა პატიმრობის მოთხოვნა იმით ახსნა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

მახმუდოვს კითხვები დაუსვა მოსამართლემაც. როგორც მან განაცხადა, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. მისი თქმით, მოკლულმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა, დანა გამოეყენებინა.

მუხლის გადაკვალიფიცირება და 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა ადვოკატმა, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის ნაცვლად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 11 ნოემბერს მოხდა. ვალის გამო დაწყებული დაპირისპირების დროს 33 წლის ბაზილარ მახმუდოვმა ცივი იარაღით 29 წლის ჯავიდან მამედოვი მოკლა.

ავტორი: ია გულიაშვილი

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი