30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში ერთმენეთის ხმების დასაცავად მემორანდუმს ხელი მოაწერა. პარტიები თანმხდებიან, რომ ერთმანეთის ხმების დაცვაში ყველა უნდა ჩაერთოს და "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალება არ უნდა მისცეს.
ნინო ბურჯანაძის განმარტებით, შეიქმება კონკრეტული შტაბი, არჩევნების დღეს იმუშავებს ქოლცენტრი და პოლიტიკური ორგანიზაციები კოორდინირებულად იმოქმედებენ.
ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი პარტიების ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, რათა არცერთი ხმა ივანიშვილმა არ მოიპაროს და ჩვენი ყველა თანამოქალაქის ხმა იყოს რეალურად ასახული სამართლიან არჩევნებში, - განმარტავს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" რაიმე დოკუმენტის გაფორმება ოპოზიციის მხრიდან შეუძლებელია.
30-მდე ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად სრული სპექტრი თანხმდება ერთმანეთის ხმების დაცვაზე და თანმხდება იმას, რომ ერთობლივი ძალისხმევით არ დაუშვებს არჩევენების გაყალბებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიმ მძლავრი სიგნალი ოპოზიციის ერთობის შესახებ, ამ დოკუმენტს აქვს პრაქტიკული ღირებულება და მასში ასახული იქნება მექანიზმები, რომლითაც ოპოზიცია ხმებს დაიცავს, - თქვა "ერვოპული საქართველოს" წვერმა, დავით ბაქრაძემ
შეგახსენებთ, რომ 30 ოპოზიციური პარტია ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდა. შეთანხმების მიზანია კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.