კოორდინირებული მუშაობა ყველა ოლქში ხმების დასაცავად - ოპოზიციის დეკლარაცია

გამოქვეყნდა:

დღესმ 18 აგვისტოს გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი 30 პარტია ერთიან დეკლარაციაზე შეთანხმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი პარტიები არჩევნებში ერთმანეთის ხმებს დაიცავენ და ამისთვის კონკრეტულ მექანიზმებს შეიმუშავებენ.

ოპოზიცია თანხმდება, რომ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ, რათა "ივანიშვილის რეჟიმის" არჩევნების გზით დამარცხება შეძლონ.

ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას", - წერია დეკლარაციაში, რომელსაც ხელს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში მოაწერენ.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში 8 ოლქიდან დარჩენილ 2 ოლქშიც საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. ოპოზიცია საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭერს მხარს, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურა ჯაფარიძეს. 

საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნებიდან" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იყრის კენჭს, დიდუბეში კი პარლამენტის მოქმედი დეპუტატი - გია ვოლსკი.

საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი