"მეკუთვნის რუ, წყალი, კანაო და საზღვარზე რომ მივიდე რა გავაკეთო, პოლიცია იცავს აქა , მე რა ვქნა, მითხარი" - ამბობს საკორინთლოს მაჟორიტარი დეპუტატი საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე და ოკუპანტების ქმედებებზე საუბარი არ სურს- "არაფერი არ გადმოწეულა" - ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ ოკუპანტები შიდა ქართლში გააქტიურდნენ. რუსი ფორმიანების სამიზნე ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტია. ოკუპანტების მობილიზება სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება, სადაც საგუშაგოები აქვთ მოწყობილი და პერიოდულად სამხედრო ინფრასტრუქტურას აახლებენ.