თურნავას ლიცენზია ივანიშვილსა და რუსეთთან კავშირში მყოფი ბიზნესმენების ციფრულ ბანკს | სებ-ი თავს იმართლებს

გამოქვეყნდა:

ციფრული ბანკის ლიცენზია ბიძინა ივანიშვილის მფარველობის ქვეშ მყოფი ბიზნესმენებისთვის. ეროვნული ბანკი ციფრულ "ჰეშ ბანკს" საქმიანობის დაწყების უფლებას აძლევს და ამით მწვანე შუქს უნთებს უკრაინიდან რუსეთში გაქცეული ბიზნესმენების ინვესტიციების შემოსვლას. ახალი ციფრულ ბანკის მთავარი დონორი კრიპტოვალუტის ბირჟა იქნება, რომელსაც უკვე ადანაშულებენ კრემლთან დაკავშირებული ფულის გათეთრებაში. "ჰეშ ბანკის" ქართველი პარტნიორები კი ამ გარიგებით და ბიზნესის ამოქმედებით შესაძლოა პირდაპირ სანქციების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, მითუმეტეს, რომ ინფორმაცია მათი ივანიშვილთან და ოლიგარქის გავლით რუსეთთან კავშირის შესახებ უკვე საჯაროა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი