საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებული დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. კემერონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - „დევიდ კემერონი თავის ახალ თანამდებობაზე პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია უკრაინას. კარგი შეხვედრა. იარაღი ფრონტისთვის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. მადლობა ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის “, - განაცხადა ზელენსკიმ და შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, დევიდ კემერონი საგარეო საქმეთა მინისტრად 13 ნოემბერს დაინიშნა.