ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. რიში სუნაკმა კაბინეტის წევრების შცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წინა ხაზზე ვიყავი, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება - როგორც კონსერვატიული ლიდერი თერთმეტი წლის განმავლობაში და პრემიერ მინისტრი ექვსი წლის განმავლობაში - დამეხმარება პრემიემინისტრის დახმარებაში", - დაწერა კამერონმა სოციალურ ქსელში.
ის დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა "არ ეთანხმებოდა ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას", რომელიც მიღებულ იქნა სუნაკის მიერ, პრემიერი "ძლიერი და უნარიანი" ლიდერია.
სუნაკმა მანამდე თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი მის მომავალზე სპეკულაციების შემდეგ. ჯეიმს კლერლიმ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ბრავერმანი შეცვალა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.