დონეცკის ოლქში ქართული ლეგიონის სპეცდანაყოფმა ჩაატარა სპეცოპერაცია, ორი საუკეთესო ქართველი დაიღუპა | მამულაშვილი

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაცია მათმა სპეცდანაყოფმა ჩაატარა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. მისივე ცნობით, დაჭრილია კიდევ 9 მებრძოლი. ექიმების ინფორმაციით კი მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:  

"რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზე. ქართული ლეგიონის ერთ-ერთმა სპეცდანაყოფმა ჩაატარა სპეცოპერაცია, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ქართველი მებრძოლი და 9 მებრძოლია დაჭრილი. ამ წუთას ჰოსპიტალში მიმდინარეობს ოპერაცია. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმებმა შეგვატყობინეს. ეს იყო დონეცკის ოლქი, რა სპეციფიკის ოპერაცია იყო, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, ამაზე ვერ დაგელაპარაკებით. ორი საუკეთესო ქართველი დაიღუპა ოპერაციის დროს." ამბობს მამუკა მამულაშვილი "მთავარ არხთან".

შეგახსენებთ, დაღუპულები არიან რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი