ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ, 10 მეტრის სიღრმეში 55 მეტრის სიგრძის გვირაბი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, გვირაბი შეიცავს სხვადასხვა თავდაცვით მექანიზმს, როგორიცაა ტყვიაგაუმტარი კარი და საცეცხლე ხვრელი.
IDF-ის განცხადებით, ესაა კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჰამასის ტერორისტები სამოქალაქო ობიექტებს და მათ შორის, აღნიშნულ საავადმყოფოს ტერორისტული მიზნებისთვის და იარაღის საცავად იყენებს.
ისრაელმა ღაზაში მდებარე ყველაზე დიდ საავადმყოფოში რეიდი 15 ნოემბერს დაიწყო.
იხილეთ ასევე: