გორის მერი "მთავარის" კითხვებს გაექცა | რუსეთში ვიზიტის შემდეგ ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი "მთავარი არხის" შეკითხვებს გაექცა. ჩვენ გვსურდა გაგვეგო რა მიზნით იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ ის რუსეთში. ადგილობრივმა მედია "მოზაიკამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს, 11 ნოემბერს გორის მერი რუსეთში წავიდა. ხინჩეგაშვილმა ქვეყანა ავტომობილით დატოვა, იქამდე კი სამსახურში ერთ დღიანი შვებულება აიღო. 

ცნობილია, რომ მერი რუსეთში ვეტერანი სპორტსმენი, ანატოლი ავაზნელის დაბადების დღის წვეულებაზე იყო. რუსეთში იმყოფებოდა ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილიც, რომელიც უკრაინის მიერ დასანქცირებულია. 

"წარმოდგენა არ მაქვს რაზე მელაპარაკები, შენგან მესმის პირველად გიორგი. არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ ვარ საქმის კურსში", - უთხრა "მთავარი არხის" ჟურნალისტს გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილმა.

ოპოზიცია ითხოვს, რომ მერი გადადგეს. იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი