ქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იყო პროვოკაციები და კაცი მოგვიკლეს | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერს, დავით ქაცარავას და "სხვა ნაციონალებს" მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომლის მიხედვითაც საკორინთლოსთან ოკუპანტები გამოჩნდნენ და საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, გააცოცხლეს. 

"ქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, გინტური. არ შეიძლება. პროვოკაციებისგან შეიკავონ თავი ქაცარავამ და სხვა ნაციონალებმა, ეს არის ჩემო მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ მათ შემოხაზეს, ნაციონალებმა შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ, არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი სხვანაირად, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის სალოცავთან თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. გინტური 2008 წლის ომის მონაწილე იყო. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი