"ქართული მარშიდან" სამგორში მაჟორიტარობისთვის ირაკლი შიხიაშვილი იბრძოლებს

გამოქვეყნდა:

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან" და ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა უკვე "ქართული მარშის" გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შიხიაშვილს პარტია სამგორის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს. 

ინფორმაციას ადასტურებს თავად ირაკლი შიხიაშვილიც. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კონკურენტად ამ ოლქში წარდგენილ არცერთ კანდიდატს განიხილავს: "სუბარი გავლით არ არის სამგორში ნამყოფი. ეს უბრალოდ მმართველი პარტიის მიზანი და სურვილია, რომ თავისი წარმომადგენელი, პარტიის ძალით და დახმარებით გახადონ მაჟორიტარი. რაც შეეხება ნახევრადშლეგ ხაბეიშვილს, რომელმაც იცის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების ტირაჟირება და არცერთი სერიოზული სახელმწიფოებრივი მას არ აქვს გადადგმული, არც პასუხისმგებლობა უტარებია და არც შედეგი დაუდია, ამ ადამიანს მე, რა თქმა უნდა, კონკურენტად არ განვიხილავ". 

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მსგავსად, რომელიც გლდანის მაჟორიტარობას აპირებს და ამბობს, რომ გლდანელების უმეტესობა კონსერვატორულია, ირაკლი შიხიაშვილიც ფიქრობს, რომ არათუ გლდანში, არამედ დიდუბე-ჩუღურეთში, ისანში, სამგორსა და ნაძალადევშიც, "კონსერვატორულ-ტრადიციული აზროვნების მქონე ოჯახები აბსოლუტური უმრავლესობაა".

"თავისუფლება პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გარეშე, გარყვნილებაა", - ამბობს შიხიაშვილი და განმარტავს, რომ ქვეყანა დღეს უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. ამის მოგვარება კი, მისი თქმით, მამათმავლობისა და ნარკოტიკების პროპაგანდის დამარცხებით არის შესაძლებელი.

სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, პარტია "ქათული მარში ეროვნული მოძრაობა" მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პარტიული სიას უახლოეს დღეებში წარადგენს: "ჩვენი პარტიული სია შთამბეჭდავია".

შეგახსენებთ, რომ სამგორის რაიონში კენჭს იყრიან:

  • ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ლევან ხაბეიშვილი;
  • "ქართული ოცნება" - სოზარ სუბარი;
  • "ლელო საქართველოსთვის" - ფიქრია ჩიხრაძე.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი