"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ის და მისი გუნდის წევრი 18 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. აფხაზეთში, ილორის ტაძარში ყოფნის ამსახველი ფოტომასალა ირმა ინაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე ატვირთა. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლორიასთან ერთად იმყოფებოდა და ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირეს.
მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ - ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყალებელი და აღმაშენებელი. შეგეწიოთ! - წერს ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა. „პატრიოტები“ ოკუპირებულ აფხაზეთში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდნენ. თუმცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლის დროს ისინი საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირეს.
ვიზიტის დეტალების დასადატურებლად "მთავარი არხი" თავად პატრიოტთა ალიანსსაც უკავშირდებოდა, თუმცა უშედეგოდ.
მოგვიანებით, მათი ვიზიტი აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაციამ „არუაა“ დაადასტურა.
მათი ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ასისტენტს, ლაშა საკანიას შეხვდნენ.