ისრაელი შატილში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

გამოქვეყნდა:

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ოჯახისწევრებს უსამძიმრებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ამის შესახებ სამინისტრომს განცხადება საკუთარ Twitter-ზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი