კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. მედიკოსების ინფორმაციით, იგი სახლში მკურნალობდა, რადგან ფეხის მოტეხილობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მას ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებებიც. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულია გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის 3 წევრიც, რომლებიც მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 დღეში, საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 19-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ-19-ის სულ 1429 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 150-ს აღწევს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი