ხათუნა გოგორიშვილი ჩოხატაურის ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიოდატი ხათუნა გოგორიშვილი ჩოხატაურის ადგილობრივ ხელისუფლებასკორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშუალებს.

გოგორიშვილი, რომელიც ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, ამბობს, რომ ჩოხატაურის მერიამ სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად 96 500 ლარი გამოყო. მიუხედავად ამისა, სოციალურად დაუცველთა დახმარებას მხოლოდ 9 000 ლარი მოხმარდა.

აუდიტის მონაცემებით, უცნობია, რაში დაიხარჩა დანარჩენი თანხა. გოგორიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სოციალური პროგრამის კოორდინატორები ჩოხატაურის მერიისა და საკრებულოს სხვადახვა განყოფილების თავჯდომარეების ცოლები არიან.

ამ პროგრამისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადარიცხული იქნა 96 500 ლარი. ამ თანხიდან 87 500 ლარი ამ პროგრამაში დასაქმებული 7 თანამშრომლის ხელფასს მოხმარდა... ამ პროგრამას შეგვიძლია დავარქვათ "ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში", - განმარტავს გოგორიშვილი.

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი