პარაგვაის სასამართლომ ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. რონალდინიო ძმასთან ერთად სასჯლეს პარაგვაში ყალბი პასპორტის გამოყენებით შესვლის გამო იხდიდა.
მსოფლიო თათის ჩემპიონი და მისი ძმა ციხეში 1 თვე იყვნენ, ხოლო დანარჩენი 4 თვე შინაპატიმრობაში დედაქალაქ ასურგიონში მდებარე სასტუმროში გაატარეს. ამჟამად ორივე მათგანი თავისუფალია, თუმცა ზარალის ასანაზღაურებალდ 200 000 დოლარის გადახდა დაევალათ.
აღკვეთის ღონისძიების ვადა გაუქმებულია. პარაგვაის მართლმსაჯულების შეზღუდვები აღარ არსებობს, - განუცხადა მოსამართლემ.
რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა 2015 წელს დაასრულა.