პასუხისმგბელობა ეკისრება სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც - კილაძე 11 წლის მოზარდზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძე ამბობს, რომ თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის გარდაცვალების "ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა პატარას, შველას რომ ითხოვდა". ამ თემაზე სოფო კილაძემ სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მოგვიანებით, კილაძემ განმარტა, რომ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და შესაბამის სტრუქტურებსაც აკისრებს.

ყველა ასეთ შემთხვევაზე, საზოგადოების გულგრილობა, შესაბამისი იმ სტრუქტურების გულგრილობა, რომლის ვალდებულებაცაა მოახდინოს იდენტიფიცირება, გამოიკვლიონ და დაეხმარონ, არის უდიდესი მნიშვნელობის. და აქ ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, მგონია, სახელმწიფოსაც და იმ საზოგადოებასაც, რომელმაც გულგრილად შეხედა ამ ამბავს და ხმა არ ამოიღო ასეთ უბედურებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება და სახელმწიფო დადგეს ერთად, რათა ასეთი საზარელი შემთხვევბი ავიცილოთ თავიდან, - თქვა სოფო კილაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, სოფო კილაძის სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხდება სტანდარტებს საერთოდ არ შეესაბამება. მისი თქმით, "ქართული ოცნება" მთელ პასუხისმგებლობას ოჯახს "აბრალებს".

ცენტრ "ემპათიას" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა პოლიციას ეკისრება, რადგან პოლიციაში ძალადობაზე შეტყობინება შესული იყო, მათ შემაკავებელი ორდერი უნდა გამოეწერათ და ბავშვი სხვა ოჯახში გადაყვანათ.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ამბობს, რომ პასუხისმგბელობა სახელწმიფოსთან ერთად საზოგადოებასაც ეკისრება, რომელიც დანაშაულს ხედავს და შესბამის ორგანოებს არ ატყობინებს.

თერჯოლაში ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ მოზარდის მამა ბავშვზე და ოჯახის სხვა წევრებზე ხშირად ძალადობდა. ტრაგედიის დღესაც მათ ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს, ადგილზე მისულ პოლიციას კი ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი