ქუთაისში ოპოზიცია ქალაქის საკრებულოს სხდომაზე მერის იოსებ ხახალეიშვილის დასწრებას ითხოვს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ქუთაისის მერი ბოლო რამდენიმე სხდომაა საკრებულოს არ ესწრება.
“ქუთაისში ადრიანო ჩელენტანოს ორეულის კონცერტი გაიმართებაო, ასე თქვეს და ქუთაისის მერის ორეულიც რომ გვყავდეს, კარგი იქნება, ის მაინც დაესწრებოდა საკრებულოს სხდომებს”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო.