"ოცნებამ" პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 0 იყო.

კანონპროექტის ინიციატორი შალვა პაპუაშვილია, რომელმაც მანამდე განმარტა, რომ ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა.

რას ითვალისწინებს დოკუმენტი:

  • პარლამენტის თავმჯდომარეს - 10 000 ლარი [არსებული ხელფასი: 6 740 ლარი];
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - 9 500 ლარი [არსებული ხელფასი: 6 400 ლარი];
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 9 250 ლარი [არსებული ხელფასი: 6 340 ლარი];
  • კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს - 9 000 ლარი [არსებული ხელფასი: 5 540 ლარი];
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - 8 750 ლარი [არსებული ხელფასი: 4 800 ლარი];
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს - 8 500 ლარი [არსებული ხელფასი: 4 740 ლარი];
  • პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი - 8250 ლარი [არსებული ხელფასი: 4 624 ლარი].

აქვე, ინიცირებულ კანონპროექტში დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ფულადი დახმარების საკითხიცაა განხილული. დოკუმენტში წერია ისიც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი უფლებამოსილების განხორციელებისას შშმ პირად იქნება აღიარებული:

  • "თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.
  • პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
  • პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით ", - წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ დეპუტატებისა და საპარლამენტო თანამდებობის პირების 
ხელფასების ზრდა საქართველოს ბიუჯეტს წლიურად 5.7 მილიონი ლარი დაუჯდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი