2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო | დანაშაულის სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო. მათ შორის, 59 არასრულწლოვანია, ხოლო  146 -მა პირმა პირმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. დევნა შეწყდა 20 პირის მიმართ, მათ შორის 1 არასრულწლოვნის. 

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 682 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.

  • შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი - 199 
  • ქვემო ქართლი 190 
  • კახეთი - 116 
  • სამცხე-ჯავახეთი - 51 
  • დასავლეთ საქართველო - 204 
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 128 
  • აჭარა – 273;
  • აფხაზეთი - 7 

დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: 

  • დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით - 17 შემთხვევა;
  • მკვლელობის მცდელობის მუხლით 8 შემთხვევა 
  • თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1 შემთხვევა.
  • ქურდობა – 323 შემთხვევა; 
  • მუქარა – 234 შემთხვევა; 
  • ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა; 
  • ძალადობა – 180 შემთხვევა; 
  • გაუპატიურება – 20 შემთხვევა; 
  • გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა; 
  • თაღლითობა – 207 შემთხვევა; 
  • ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 303 შემთხვევა; 
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა; 
  • ყალბი დოკუმენტების დამზადება – 116 შემთხვევა;

საქსტატის ამავე მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 556 პირია.

ვრცლად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი