"ბელარუსზე შეიძლება ფარდა დაეშვას, მაგრამ მისი ადგილი, შესაძლოა, საქართველომ დაიკავოს", - ამ სათაურით ქვეყნდება სტატია ამერიკულ გამოცემაში The Hill.
სტატიის ავტორის, ბენ ჰოჯისის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში რუსეთს კარი გაუღო და თავის პირად საქმეებში ჩარევის საშუალება მისცა, რის მაგალითად ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა ასახელებს.
უკანასკნელ წლებში, საქართველოს თითქოს ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარ თავს ავნოს. თუ ქვეყანას სურს, რომ ნამდვილი დასავლური ტიპის დემოკრატიად იქცეს, მან უცხოურ ინვესტიციებს ხელი არ უნდა შეუშალოს. ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისთვის სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა სულ სხვა გზით მიდის, - წერს სტატიის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ ბენ ჰოჯისი, რომელიც აშშ-ს ევროპული ძალების ყოფილი სარდალია, წარსულშიც დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას. "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰოჯისმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკულმა მხარემ ინვესტიციები ჩადო და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამართლებრივი პრობლემები არ შეიქმნება.