"ეგ იყო დაუდევრობა, ეგ იყო მძღოლის ბრალი" - Traveler.ge-ს ერთ-ერთი მძღოლი პოლიციაში გამოიკითხა

გამოქვეყნდა:

ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი მძღოლი დღეს პოლიციაში გამოიკითხნენ. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე გიდს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. 

ნახევარი საათით ადრე, ანუ დაახლოებით 16:45 საათზე მე ვეკონტაქტე გიდს, სერგოს, რომელმაც მითხრა,რომ ყველაფერი იყო რიგზე. ყველაფერი მოდიოდა ძაან წყნარად. ჩემი ტელეფონიდან ეს ზარი ნამდვილად ფიქსირდება. ამას თვითონაც ადასტურებენ საგამოძიებო უწყებები. ვესაუბრე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, - ამბობს ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს დამფუძნებელი, შალვა ბოლოთაშვილი.

Traveler.ge-ის ერთ-ერთი მძღოლის ინფორმაციით კი, იმ მძღოლმა არ იცოდა შატილის და ხევსურეთის გზა კარგად და ის რაც მოხდა, მძღოლის ბრალი და დაუდევრობაა: "ეგ იყო დაუდევრობა, ეგ არის მძღოლის ბრალი".

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი