ბიზნესმოდელი, კორუფციული სქემა თუ პირდაპირ სამშობლოს ღალატი. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლებისა და შემდეგ მოქალაქეობის მინიჭების სქემაში "მთავარმა არხმა" რამდენიმე საეჭვო დეტალი აღმოაჩინა. ირკვევა, რომ რუსეთიდან გამოქცეული ათასობით ადამიანი რამდენიმე ათას დოლარას საქართველოში ცხოვრების უფლება უპრობლემოდ იღებს და შემდეგ ჩვენი თანამოქალაქეც ხდება.
მთავარი კითხვის ნიშანი ამ სქემის გაშიფვრისას კორუფციულ რისკებს უკავშირდება - სატელეფონო საუბარში ჩვენ გვიდასტურებენ, რომ დოკუმენტების მომზადებაში საჯარო რეესტრის თანამშრომლები არიან ჩართული, თუმცა რამდენად ლეგალურად მიმდინარეობს პროცესი, გაურკვეველია.