"პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩვენი განადგურება ეტაპობრივად სურს" | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ისრაელის განადგურება ეტაპობრივად სურს. 

"განსხვავება "ჰამასსა" და პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მხოლოდ ის არის, რომ "ჰამასს"  ჩვენი განადგურება ახლა სურს, ხოლო პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ამის გაკეთება ეტაპობრივად სურს",  - თქვა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი