"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა "პატრიოტთა ალიანსის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. შესაბამის განცხადებას რურუა Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს:
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაარსებული "დოსიე ცენტრი" ვრცელ გამოძიებას აქვეყნებს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგები ეხმარებიან. კრემლიდან მოდის ის ფინანსებიც, რომელსაც პარტია საქართველოში, წინასაარჩევნო კამპანიაში ხარჯავს. "დოსიე ცენტრის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ჩანს, რომ "პატრიოტები" 4 თვის განმავლობაში საარჩევნო კამპანიაში 8.5 მლნ დოლარი დახარჯვას აპირებენ.