თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისნის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, ხატია დეკანოიძე პირველ განცხადებას აკეთებს. როგორც მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, მას არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის არ სჭირდება და მოსახლების კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი დღეს, 26 აგვისტოს წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი