"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს.
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
მანამდე კი ჯერ კიდევ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ვაშაძე ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში 20 აგვისტოს დაადანაშაულა. მაშინ პარტიაში ამბობდნენ, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის დასახელება, "ლეიბორისტული პარტიის" ფორმატში შეთანხმებული არ ყოფილა.
გიორგი ვაშაძე ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი. მას ჰქონდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო, - ამბობდა მაშინ ლევან ბეჟაშვილი.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ კი შეთანხმების დარღვევაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. 20 აგვისტოს მან თქვა, რომ თუ ენმ ისნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატს დააყენებდა, ეს მათი მხრიდან შეთანხმების დარღვევა იქნებოდა. ვაშაძემ თქვა ისიც, რომ ისანში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატსაც დაამარცხებდა.
გარდა ზემოთხსენებული კანდიდატებისა, ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან: