"მისი ტელეფონის ნომერი [გამოიყენეს]... სხვა პიროვნებამ გააკეთა" | პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"მისი ტელეფონის ნომერი [გამოიყენეს]... სხვა პიროვნებამ გააკეთა", - ამის შესახებ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე დაკავებული, ერთ-ერთი პირის ადვოკატი, ალექსანდრე ზუბიაშვილი "მთავარ არხთან" საუბრობს.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, აღნიშნული, 1995 წელს დაბადებული პირი ყალბი "ექაუნთით", 3 არასრულწოვანი გოგოსგან მუქარისა და შანტაჟის გზით ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეომასალის მოპოვებას ცდილობდა. 

მისი ტელეფონის ნომერი [გამოიყენეს]...თავად არ მართავდა. კი, მისი ტელეფონი იყო გამოყენებული. მისი იდენტიფიკაცია არ მოხდა. დაცვის მხარეს აქვს სხვა ვერსია, რომ სხვა პიროვნებამ გააკეთა აღნიშნული და ისარგებლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ტელეფონის ნომრით. უცხო ადამიანია და მაგის დადგენა ვერ მოხერხდა ჯერჯერობით, როგორც მოგახსენეთ. არასრულწლოვნების გამოკითხვა სასამართლო გამოძიების დროს მექნება იმის შესაძლებლობა რომ ეს დეტალები დავადგინო", - ამბობს ზუბიაშვილი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი