თეა წულუკიანი ინვიტრო განაყოფიერების წინაარმდეგ - იუსტიციის მინისტრი, ახალ წესებს და შეზღუდვებს აწესებს იმ ქალებისთვის, ვინც დედობა გადაწყვიტა.
თეა წულუკიანის ინიციატივით, ინვიტრო განაყოფირება აეკრაძლება წყვილს, თუ ქორწინებიდან ერთი წელი გასული არ არის, წყვილმა ასევე ნოტარიურლად უნდა დაადსტუროს ფაქტობრივი თანაცხოვრება, ხოლო ქალებს, ვინც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს
იუსტიციის მინისტრის ამ ინიციტივას უმწვავესი შეფასებები მოჰყვა.
არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები თვლიან, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ დისკრიმინაციულია, რადგან ინიციატივა მარტოხელა მშობლებს ბავშვის ყოლას უკრძალავს და არა იმ ოჯახებს, რომლებიც წყვილად ითვლებიან, თუმცა ერთად არ თანაცხოვრობენ.
ეს ჩანაწერი ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას ოჯახის დაგეგმვის, ადამიანის პირადი ცხოვრების ულფებას...მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში დაასაბუთდეს, რა იყო ამის მიზანი. თუ ამ შესზღუდვას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული მიზანი, ეს არის თვითმიზნური შეზღუდვა, ეს არის ადამიანის პიროვნული განვითარების უფლებაშ თვითნებური ჩარევა, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ შესაბამის ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა მოაწერა ხელი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებზე, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები პრობლემატურები იქნებიან. "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".