ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.

საქმე ეხება 13 აგვისტოს, წერეთლის გამზირზე მომხდარ ინციდენტს. საარჩევნო შეხვედრის დროს, პარტიის წარმომადგენლებს ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ანა დოლიძე სამართალდამცველებს ვიდეომალას გადასცემს, რომელიც ინიდენტის ადგილზეა გადაღებული.

ეს ინციდენტი არის მაგალითი იმისა, როგორ ჰყავთ მობილიზებული ადამიანები იმისთვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური და კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების შეხვედრა ამომრჩევლებთან, - ამბობს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა 22 ივნისს დატოვა, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში კი საკუთარი კანდიდატურა 30 ივლისს წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი